car

Bestune NAT - მოძრაობის ახალი სტანდარტი

image2
image1

Bestune NAT

მულტიფუნქციური ელექტრო მანქანა (MVP) ქალაქის ქაოსში კომფორტული გადაადგილებისთვის

დაჯავშნე ტესტ დრაივი

გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი

Bestune NAT გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, რომელიც მორგებულია ურბანულ გარემოზე. ეს მოდელი უმთავრესად შეიქმნა როგორც ტაქსის სერვისებისთვის განკუთვნილი ავტომობილი (NAT ნიშნავს Next Automatic Taxi) და ძირითადი ელემენტებიც სწორედ ამ დანიშნულებამ განაპირობა - FAW Group-ის პრიორიტეტი იყო შეექმნა ავტომობილი, რომელიც მოერგებოდა ქალაქის სწრაფ რიტმსა და მარტივად ადაპტირდებოდა სხვადასხვა მძღოლის ინდივიდუალურ ტარების სტილთან.

ავტომობილს ადვილად საცნობი სახასიათო იერსახე აქვს - World Window LED ფარები და გვირაბის ფორმის უკანა განათება მას ფუტურისტულ იერს სძენს. განათების სისტემა უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას, განსაკუთრებით ღამის მგზავრობისას.

ინტერიერი პრაქტიკულ და კომფორტულ სტილშია გადაწყვეტილი, რათა მგზავრობა მაქსიმალურად მოხერხებული იყოს როგორც მგზავრების, ასევე მძღოლისთვის. ცალკე აღსანიშნავია მარჯვენა მხარეს განთავსებული მოსრიალე კარი, რომელიც ზრდის მგზავრების უსაფრთხოებას ჩასხდომისა და გადმოსვლის დროს.

მიუხედავად იმისა, რომ NAT ურბანულ არეალში ტარებაზეა გათვლილი, მას საკმაოდ შთამბეჭდავი 140 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. ლითიუმ-იონის ელემენტის სიმძლავრე 55 კვტ/სთ-ია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს მისი სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა - ელემენტის 30%-დან 80%-მდე დამუხტვას დაახლოებით 30 წუთი სჭირდება.

specs
success icon

მეტი მანძილის დაფარვა

ერთი დამუხტვით გაივლის 425 კილომეტრამდე

success icon

მეტი უსაფრთხოება

სტაბილურობის კონტროლი, დამუხრუჭება და უსაფრთხოების ბალიშების გაუმჯობესებული სისტემა

success icon

მოწინავე ურბანული მოდელი

შექმნილია სპეციალურად ქალაქის ქაოსში კომფორტულად მოძრაობისთვის

გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება

ყველა სიახლე

მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას