პორტატული დამტენები თქვენი ელექტრომობილისთვის
დამუხტეთ თქვენი ელექტრომობილი მარტივად — ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. ჩვენი პორტატული დამტენები მაღალი ხარისხით, საიმედოობითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა, რაც თქვენი ავტომობილის საჭიროებებს იდეალურად მოერგება. შეარჩიეთ სასურველი მოდელი და ისარგებლეთ სრულყოფილი კომფორტით.
GB/T / CCS2
კედელზე დასამაგრებელი DC (სწრაფი დამტენი)
3700 ₾
მაღალი სიმძლავრის (7 კვტდან 30 კვტმდე) DC დამტენი პრაქტიკული და თანამედროვე გადაწყვეტილებაა გარე გამოყენებისთვის. მისი წყალგაუმტარი და მტვერგაუმტარი დიზაინი თუ უსაფრთხოების მოწინავე მექანიზმები სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას განაპირობებს. მოწყობილობის ინტერფეისი ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
GB/T
პორტატული DC (სწრაფი დამტენი ) ელექტრომობილების დამტენი
3300 ₾
პორტაიტული და მსუბუქი DC დამტენი (7 კვტ, 20 კვტ და 30 კვტ) იდეალურია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ელექტრომობილის დამუხტვისათვის მოქნილი და სწრაფი საშუალება გჭირდებათ. მოწყობილობის ვენტილაციის სისტემა ეფექტურად აგრილებს, ხოლო უსაფრთხოების სისტემები მას გამძლესა და სანდოს ხდის.
GB/T / TYPE2
პორტატული AC დამტენი
880 ₾
კომპაქტური და მსუბუქი EV დამტენი უზრუნველყოფს 3.5; 7 და 11 კვტ სიმძლავრეს, რაც ავტომობილის სწრაფ დამუხტვას შესაძლებელს ხდის. 5 მეტრიანი კაბელი და კლიმატურ პირობებთან თავსებადობა მას პრაქტიკულ და უნივერსალურ აქსესუარად აქცევს.
TYPE2-TYPE2 გადამყვანი კაბელი
590 ₾
7.2 კვტ სიმძლავრის, 7-მეტრიანი კაბელი იდეალურია დამტენსა და ელექტრომობილს შორის დიდი მანძილის შესავსებად. მისი გამოყენებით დამუხტვის პროცესში ნებისმიერი დაბრკოლება ადვილად გადაილახება, ხოლო გამძლე მასალა და უსაფრთხოების სტანდარტები მას საიმედოს ხდის.
TYPE2-GBT გადამყვანი კაბელი
590 ₾
TYPE2-GBT კაბელი Type 2 ავტომობილებს GBT სადგურებთან აკავშირებს. 22 კვტ სიმძლავრე საშუალებას გაძლევთ მარტივად და ეფექტურად დატენოთ ავტომობილი, განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებში.