IM LS6
ინოვაციური SUV ხანგრძლივი კომფორტული მოგზაურობებისთვის, ახალი სიტყვა ჩინური ელექტრო ავტომობილების წარმოებაში
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
IM Motors LS6 ახალი თაობის ელექტრო ჯიპია, რომელიც აერთიანებს ელექტროავტომობილების მთავარ მიმზიდველ მახასიათებლებს - დიდ სიმძლავრეს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ეკომეგობრულობას.
LS6 აღჭურვილია ორი - წინა და უკანა - ძრავით. წინა ძრავის სიმძლავრე 200 კვ-ია უკანა ძრავისა კი 379. მაღალი სიმძლავრის მოდელს შეუძლია სულ რაღაც 3.48 წამში აჩქარდეს 0-დან 100 კმ/სთ-მდე. 100 კვტ/სთ სიმძლავრის ელემენტი უზრუნველყოფს 700 კმ-ზე მეტ გარბენს ერთ დამუხტვაზე, ხოლო სწრაფი დამუხტვის სისტემა ავსებს ელემენტს 15%-დან 80 %-მდე 40 წუთში.
ავტომობილის ელეგანტური დიზაინი შექმნილია მარადიული ტენდენციებისა და თანამედროვე დეტალების ჰარმონიული შეწყმით. ინტერიერი გაფორმებულია მაღალი ხარისხის ტყავით, რომელიც ქმნის განსაკუთრებულ კომფორტს. უკანა სავარძლების რეგულირებადი პოზიცია კი უზრუნველყოფს დამატებით კომფორტს გრძელ მანძილებზე მგზავრობისას.
სალონი ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის სამი - 26,3-ინჩიანი; 15,5-ინჩიანი და 10,5-ინჩიანი სენსორული ეკრანით. ჭკვიანი მართვის სისტემა და 20 სპიკერით აღჭურვილი პრემიუმ კლასის აუდიო სისტემა კი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხანგრძლივი მგზავრობა განსაკუთრებით სასიამოვნო გამოცდილებად აქციოს.
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას