![image2](https://cdn.sanity.io/images/wwpkv636/production/4404c907690526f07e1482dd1bf736d39dd8ac9b-3002x3267.png?auto=format&fit=max&w=3840)
![image1](https://cdn.sanity.io/images/wwpkv636/production/b6da8160a3af36c662f878a19b60fa37dc39dfdb-3007x3272.png?auto=format&fit=max&w=3840)
HQ9
პრემიუმ კლასის ელიტური ჰიბრიდული მინივენი
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
HONGQI HQ9 შეიქმნა ჯგუფურ მზავრობაში ინოვაციების შესატანად. იქნება ეს საოჯახო თუ ბიზნეს მოგზაურობა, HONGQI HQ9-ს დიზაინი უზრუნველყოფს, როგორც მგზავრებმა, ისე მძღოლმა მთელი გზა მაქსიმალურ კომფორტში გაატაროს.
HONGQI HQ9 მინივენი ახალი სიტყვაა
პრემიუმ სეგმენტში. დიდ მანძილებზე მანქანით მგზავრობა დიდ ჯგუფთან ერთად არასდროს ყოფილა ასეთი მშვიდი და სასიამოვნო. გათვლილია დაახლოებით 7 მგზავრზე, მაგრამ მასიური კორპუსი, ექსტრა გრძელი ბაზა თვლებს შორის, და ინტერიერის დიზაინი უზრუნველყოფს, რომ ყველა მგზავრს ჰქონდეს მაქსიმალური კომფორტი და პერსონალური სივრცე.
მანქანა მაღალი ხარისხის მასალებითაა გაწყობილი, მათ შორის ქრომის დეტალებით გაწყობილი ექსტერიერი, ხის დეკორი სალონში და ერგონომული ფართო ტყავის სავარძლები. ინტუიციური დიზაინის ციფრული მძღოლის პანელი და ცენტრალური საინფორმაციო-გასართობი სისტემა მარტივი სამართავია და რეალურ დროში აწვდის მძღოლს ინფორმაციას. ავტომობილი აღჭურვილია ინოვაციური 16 დინამიკიანი Dynaudio აუდიო სისტემით, რომელიც მაღალ ხარისხში, მკაფიოდ გადმოსცემს ხმას.
2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი 48V მსუბუქი ჰიბრიდული სისტემით საშუალებას აძლევს მინივენს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარდეს მხოლოდ 9.5 წამში და კომფორტულ ტემპში დაფაროს გრძელი მანძილები. ამასთან წვავს ძალიან ეკონომიურად - დაახლოებით 8.8 ლიტრს ყოველ 100 კილომეტრზე.
მეტი კომფორტი გრძელ მანძილებზე
ერგონომული ფართო ტყავის სავარძლები ვენტილაციით, გათბობითა და მასაჟის ფუნქციით
იდეალური ფართო კორპუსი
დიდი ზომები და გრძელი თვლებს შორის ბაზა უზრუნველყოფენ უხვ სივრცეს
კომფორტული მგზავრობა
ძლიერი თანამედროვე სისტემები უზრუნველყოფენ ადგილზე ყოფნას უმოკლეს დროში
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას