X90 Plus
უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კროსოვერი აქტიური ურბანული ცხოვრებისთვის
გამოსცადე თავად, დაჯავშნე ტესტ-დრაივი
საშუალო ზომის, მაგრამ ტევადი და კომფორტული Jetour X90 Plus შეიქმნა, როგორც ელიტური დიზაინისა და ფუნქციონალურობის იდეალური ბალანსი.
ფუტურისტული ექსტერიერის სრულიად პანორამული სახურავი სალონს ბუნებრივი შუქით ავსებს. ინტერიერი ფართოა და გაწყობილია პრემიუმ-კლასის მასალებით. დიდია აქცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებზე: ცენტრალურ ადგილს იკავებს ფართო სენსორული ეკრანი და სრულიად ციფრული ხელსაწყოთა პანელი.
X90 Plus აღჭურვილია 2.0T ძრავით და 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი (DCT). ავტომობილის საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე დაახლოებით 8.1 ლიტრია. X90 Plus მოდელი უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო საგზაო გამოცდილებას ადაპტური კრუიზ-კონტროლის, ზოლიდან გადახვევის გაფრთხილებისა და წინა შეჯახების თავიდან აცილების სისტემის საშუალებით. მაღალი სიმტკიცის ფოლადის ძარა და უსაფრთხოების ბალიშები უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცულობას.
მოდელი გათვლილია 7-მდე ადამიანის კომფორტული მგზავრობისთვის. პირველ რიგში გათვლილია დიდი ჯგუფების კომფორტულ ყოველდღიურ მოძრაობაზე ურბანულ არეალში, თუმცა ტექნიკური მახასიათებლების გამოისობით ადვილად გუობს გრძელვადიან საქალაქთაშორისო მგზავრობასაც, მათ შორის შედარებით რთულ რელიეფზე. იდეალურია ოჯახებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის რომლებსაც ტევადი ავტომობილი სჭირდებათ, და მათთვის ვინც ეძებს შედარებით ბიუჯეტურ ჯიპის მოდელს რომელიც ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა გარემოებებთან.
სწრაფი და საიმედო ნებისმიერ გზაზე
2.0T ძრავა, 7-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი
გაუმჯობესებული მოძრაობა, მეტი უსაფრთხოება
ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლიდან გადახვევის გაფრთხილება, წინა შეჯახების თავიდან აცილების სისტემა
გაიგეთ მეტი და მიიღე ინფორმირებული გადაწყვეტილება
მოდით წავიკითხოთ დისკუსია სპორტულ მანქანასთან დაკავშირებით, რათა უკეთ იყოთ თქვენი საოცნებო მანქანის არჩევისას