შავი პარასკევი 2024 გრანდიოზული შეთავაზებები
არ გამოტოვო წლის ყველაზე დიდი ფასდაკლება E-Motors Georgia-ში! ყველაზე მოთხოვნადი ჩინური ავტომობილები ყველაზე დაბალ ფასად. გამოიყენე შანსი და მიიღე მაქსიმალურად ეფექტური შეთავაზება: ინოვაციური ტექნოლოგიები და გამორჩეული კომფორტი საუკეთესო პირობებით — მხოლოდ ამ შავ პარასკევს.
შავი პარასკევი 2024-ის სააქციო მოდელები
თანამედროვე ელექტრო ჯიპების უმაღლესი სტანდარტი, უფრო ჭკვიანი, მეტად კომფორტული, მოხერხებული და დახვეწილი. ერთ დამუხტვაზე ფარავს 515 კმ-მდე, მაქსიმალური აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.9 წამში მიიღწევა, ხოლო სწრაფი დამუხტვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ 20%-დან 80%-მდე ენერგია დამუხტოთ ბატარეა სულ რაღაც 40 წუთში. HONGQI E-HS9 (120KW) – იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სჭირდება კომფორტული და ძლიერი ელექტრო მანქანა ყველა ტიპის მოგზაურობისთვის.
კლასიკურ სტილს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრო ავტომობილი მაქსიმალური კომფორტისთვის. ფარავს ერთ დამუხტვაზე 431 კმ-მდე მანძილს, ხოლო სწრაფი დამუხტვით ელემენტის 30%-დან 80%-მდე ელემენტის შესავსებად მხოლოდ 30 წუთს სჭირდება. სენსორული პანელები უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ წვდომას ყველა საჭირო ფუნქციაზე. იდეალურია როგორც დატვირთულ ურბანულ არეალში სამოძრაოდ, ისე საქალაქთაშორისო მგზავრობებისთვის.
დახვეწილი დიზაინი, პრემიუმ მასალები და ჭკვიანი ფუნქციები - HONGQI E-HS9 თანამედროვე პრემიუმ კლასის სტანდარტის ელექტრო ჯიპების საუკეთესო მაგალითია. 99KW ელემენტის მქონე მოდელი ერთ დამუხტვაზე ფარავს 450 კმ-მდე მანძილს, ჩქარდება 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.9 წამში და სწრაფი დამუხტვის დახმარებით იმუხტება 20%-დან 80%-მდე დაახლოებით 30-40 წუთში. HONGQI E-HS9 იდეალურია როგორც ქალაქში გადაადგილებითვის, ისე საქალაქთაშორისო მოგზაურობებისთვის.
მძლავრი ელიტური SUV, აღჭურვილია 3.0 V6 ტურბო ძრავით და იდეალურად დადის ყველანაირ გზაზე, მათ შორის ოფროუდის პირობებში. მძლავრი 8-სიჩქარიანი AT გადაცემათა კოლოფი, Bosch-ის TCS სისტემა და 5-დონიანი პნევმატური დაკიდების სისტემა უზრუნველყოფენ შეუფერხებელ და კომფორტულ მგზავრობას. დახვეწილი ინტერიერი გაწყობილია პრემიუმ ნაპა ტყავით. მოდელი აღჭურვილია 360° ხედვის კამერებითა და პარკინგ სენსორებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს ტარების დროს.
ავტომობილი, რომელიც მარტივად ერგება აქტიურ ცხოვრების წესს, იდეალურია ყველასთვის ვისაც რეგულარულად უწევს ქალაქში გადაადგილება. ინტერიერი გათვლილია მაქსიმალურ კომფორტულზე - ხმაურის დონე არ ცდება 36 დეციბელს. აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის ადაპტური კრუიზ-კონტროლითა და ზოლიდან გადახვევის გაფრთხილებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდ საგზაო გამოცდილებას.
ინოვაციური ელექტრო ჯიპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ავტომობილი სმარტფონიდან, Dayun Smartlink APP-ის საშუალებით. ავტომობილი ერთ დამუხტვაზე ფარავს 450 კმ-მდე, ხოლო ელემენტის 20%-დან 80%-მდე შევსებას სულ რაღაც 35 წუთი სჭირდება. აღჭურვილია ADAS სისტემით. ავტომობილს შეუძლია წინასწარ გაფრთხილოს მძღოლი შეჯახების რისკების შესახებ, ამოიცნოს გზაზე დაბრკოლებები და დაეხმაროს უსაფრთხო მანძილის შენარჩუნებაში.
პრაქტიკული და ელეგანტური კროსოვერი აქტიური ურბანული ცხოვრებისთვის. აღჭურვილია 2.0T ძრავით და 7-სიჩქარიანი DCT გადაცემათა კოლოფით, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ და სტაბილურ მგზავრობას ნებისმიერ გზაზე. მძლავრი და ეკონომიური, ავტომობილი ამავდროულად მასიმალურად უსაფრთხოა: აღჭურვილია ადაპტური კრუიზ-კონტროლით, ზოლიდან გადახვევის გაფრთხილებითა და წინა შეჯახების თავიდან აცილების სისტემით.
იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს მრავალფუნქციურ, მიმზიდველი დიზაინის, საიმედო ავტომობილს ქალაქში ყოველდღიურად მოძრაობისთვის. მძლავრი, სწრაფი და ეფექტური, უკანა ხედვის კამერითა და კრუიზ-კონტროლით აღჭურვილი ავტომობილი ამავდროულად გამორჩეულად უსაფრთხოა. Forthing T5 EVO უზრუნველყოფს კომფორტულ და სასიამოვნო მგზავრობას ნებისმიერ სიტუაციაში.