ჯიპები E-Motors Georgia-ში

აღმოაჩინეთ თანამედროვე ჯიპები E-Motors Georgia-თან ერთად

2025-04-28

თანამედროვე ცხოვრების რიტმი მოითხოვს ავტომობილს, რომელიც კომფორტს, უსაფრთხოებასა და პრაქტიკულობას აერთიანებს. E-Motors Georgia-ის ავტო ცენტრი თბილისში, აკაკი ბელიაშვილის 49-ში მდებარეობს, სადაც ჩინური ჯიპები მრავალფეროვანი მახასიათებლებითაა წარმოდგენილი - იქნება ეს კომპაქტური კროსოვერები თუ მაღალი გამავლობის ელექტრო ჯიპები. ჩვენი კოლექცია მოიცავს როგორც ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილებს, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შიდა წვის ძრავიან მოდელებს.

ელექტრო ჯიპები: მომავლის ტექნოლოგიები დღეს

E-Motors Georgia-გთავაზობთ ელექტრო ჯიპების ფართო არჩევანს. ელექტრომობილების კოლექციაში წარმოდგენილია კომპაქტური, ურბანული სტილისათვის შესაფერისი მოდელები და მაღალი კლასის ჯიპები, რომლებიც გრძელი სვლის დიაპაზონით, სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობებითა და ინოვაციური ტექნოლოგიებით გამოირჩევა.

AIQAR eQ3

AIQAR eQ3 თანამედროვე ელექტრომობილია. მისი ელექტროძრავი 279 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო 69.77 kWh მოცულობის ელემენტი ერთ სრული დამუხტვით 501 კილომეტრამდე მანძილის ფარავს. ჯიპი აღჭურვილია 15.6 დიუმიანი სენსორული ეკრანი და 12 დინამიკიანი აუდიო სისტემით, რაც ხანგრძლივ მგზავრობას განსაკუთრებულ სიამოვნებად აქცევს. eQ3 არ არის მხოლოდ გამორჩეული ვიზუალის მქონე ავტომობილი - მისი დახვეწილი ინტერიერი და უახლესი ტექნოლოგიები პრემიუმ სამგზავრო გამოცდილებას გპირდებათ როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ.

blog image

AIQAR eQ7

ეს ელექტრო (SUV) ჯიპი 155 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავითა და 71 კვტ/სთ ბატარეითაა აღჭურვილი, რომელიც ერთი დამუხტვით დაახლოებით 512 კილომეტრს ფარავს. სწრაფი დამუხტვის სისტემა საშუალებას გაძლევთ 30%-დან 80%-მდე მხოლოდ 30 წუთში დამუხტოთ. აეროდინამიკური წინა ნაწილი კი ესთეტიკასა და პრაქტიკულობას აერთიანებს.

blog image

HONGQI E-HS9

HONGQI E-HS9, ორმაგი ძრავით აღჭურვილი ბიზნეს კლასის ელექტრო ჯიპი, 4.9 წამში 0-100 კმ/სთ სიჩქარეს აღწევს და 660 კილომეტრამდე სვლის დიაპაზონით ხასიათდება. ინტერიერში გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები - პრემიუმ ხარისხის ტყავი და ხის ელემენტები. ემბიენტური განათების სისტემა კი გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.

blog image

Forthing T5EV (Friday)

მოდელი 630 კილომეტრიანი სვლის დიაპაზონითა და სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, რომელიც ბატარეას 30%-დან 80%-მდე მხოლოდ 40 წუთში ავსებს. ტყავის სავარძლები აღჭურვილია ელექტრო რეგულირების, მასაჟის, ვენტილაციისა და გათბობის ფუნქციებით, რაც პრემიუმ კომფორტს უზრუნველყოფს.

ნუღარ გადადებთ, იხილეთ ელექტრომობილები აქ, გაეცანით დამატებით მახასიათებლებს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი.

კლასიკური ჯიპები: სიმძლავრე და კომფორტი

ჩვენი შიდაწვის ძრავიანი ჯიპები იდეალურ არჩევანია მათთვის, ვისაც სურს შთამბეჭდავი დინამიკა, მაღალი გამავლობა და კომფორტული მგზავრობა. თითოეული მოდელი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და გთავაზობთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას.

Jetour X90 Plus

მოდელი ფართო, 7-ადგილიან ჯიპია, რომელიც განსაკუთრებით პრაქტიკულია დიდი ოჯახებისათვის. 2.0T ძრავა და 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი (DCT) შთამბეჭდავ დინამიკას ქმნის, ხოლო 8.1 ლ/100კმ საწვავის ხარჯი - მაქსიმალურ ეკონომიურობას. ეს ეკონომიური ჯიპი Jetour X90 Plus, სრული პანორამული სახურავითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის ადაპტური კრუიზ-კონტროლითა თუ მოძრაობის ზოლის შენარჩუნების სისტემით, კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობის გარანტიას იძლევა.

blog image

Jetour X70 და X70 Plus

მოდელი Jetour X70 გამოირჩევა ხმის იზოლაციის სისტემით, რომელიც სალონში ხმაურის დონეს 36 დეციბელამდე ამცირებს და მგზავრებს განსაკუთრებულ სიმშვიდესა და კომფორტს სთავაზობს. პანორამული სახურავი და ბორბლების ბაზა ქმნის ნათელ და ფართო სივრცეს, ხოლო ცენტრალური კონსოლის ეკრანი ყველა საჭირო ფუნქციაზე მარტივი წვდომის შესაძლებლობას იძლევა.

blog image

X70 Plus წინა მოდელის გაუმჯობესებული ვერსიაა 1.6 ლიტრიანი გდი ძრავით. აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებითა და 3 დონიანი კლიმატ კონტროლით. ავტომობილი 3 რიგიანი ანუ 7 ადგილიანი მოდელია, რომელიც დიდი საოჯახო მოგზაურობებისათვის განსაკუთრებულად კომფორტულია.

blog image

Jetour Dashing

კროსოვერის სტილის ჯიპი Jetour Dashing იდეალურია ქალაქში ყოველდღიური მოძრაობისთვის. 1.6 ლიტრიანი ტურბოძრავა მხოლოდ 7.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს 100 კილომეტრზე. მოდელი აღჭურვილია ავტონომიური მართვის სისტემით, ადაპტური კრუიზ-კონტროლითა და მოძრაობის დამხმარე ფუნქციებით.

blog image

Jetour T2

187 კვტ ძრავი და 390 მაქსმალური ბრუნვის მომენტი ამ ავტომობილს ძლიერ აჩქარებასა და გამავლობას ანიჭებს. Jetour T2 მართვის შვიდი განსხვავებული რეჟიმითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად მოერგოთ სხვადასხვა საგზაო პირობებს. 15.6 დიუმიანი საკონტროლო ეკრანი და მაღალი სიმტკიცის ფოლადის კორპუსი როგორც კომფორტული, ისე უსაფრთხო მგზავრობის გარანტიას იძლევა.

blog image

HONGQI HS7

პრემიუმ კლასის 7 ადგილიანი ჯიპი HONGQI HS7, 8-სიჩქარიანი AT გადაცემათა კოლოფითა და 3.0T V6 ძრავითაა აღჭურვილი. BOSE-ს 14-სპიკერიანი აუდიო სისტემა მგზავრობის ხალისიანად გატარების საშუალებას გაძლევთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მცირეწლოვანი ოჯახის წევრები გყავთ. მოდელი აღჭურვილია 360° ხედვის კამერებითა და პარკირების სხვადასხვა რეჟიმებით. მოდელს ოთხი წამყვანი თვალი აქვს და დაკიდების სისტემის რეგულირებაც შესაძლებელია.

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია ტესტ დრაივზე და გამოცადეთ მძლავრი ავტომობილები დღესვე.

რატომ E-Motors Georgia: თქვენი საიმედო პარტნიორი ავტომობილების სამყაროში

E-Motors Georgia ჩინური ავტომობილების ბრენდების - IM Motors, Jetour, Dayun, Forthing და AIQAR — ავტო დილერია საქართველოში. ჩვენი გამოცდილება და პროფესიონალიზმი აისახება როგორც მომსახურების ხარისხში, ისე ავტომობილის შერჩევის პროცესსა და ტექნიკურ მომსახურებაში.

ჩვენი უპირატესობები:

პირდაპირი იმპორტი: ავტომობილებს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებიდან ვიღებთ, რაც მაქსიმალურ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს განაპირობებს;

პროფესიონალური სერვისცენტრი: გამოცდილი სპეციალისტები თქვენი ავტომობილის შეუფერხებელ მუშაობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას უწყობენ ხელს.

მრავალფეროვანი არჩევანი: გთავაზობთ როგორც ელექტრო, ასევე კლასიკური ჯიპების ფართო არჩევანს, სხვადასხვა საჭიროებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა: გაყიდვების წარმომადგენლები, საუკეთესო მოდელის შერჩევაში დაგეხმარებიან. გაგაცნობენ მის უპირატესობებს და შემოგთავაზებენ საუკეთესო პირობებს.

საიმედო გარანტია: ყველა მოდელზე ვრცელდება მწარმოებლის გარანტია (3 წლიდან 5 წლამდე ან 100 000 კმ-დან 400 000 კმ-მდე), რაც მშვიდი მგზავრობის საწინდარია.

მოქნილი ფინანსური შესაძლებლობები ახალი ავტომობილის შესაძენად

E-Motors Georgia-ში იყიდება SUV-ები მოქნილი საფინანსო პირობებით. პარტნიორობა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან საშუალებას გაძლევთ თქვენზე მორგებული პირობები შეარჩიოთ.

საქართველოს ბანკთან და SOLO-სთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას მრავალვალუტიანი დაფინანსება შემოგთავაზოთ. ავტომობილის ღირებულების მხოლოდ 20%-იანი თანამონაწილეობით შეგიძლიათ 72-თვიანი დაფინანსებით ისარგებლოთ. საპროცენტო განაკვეთები განსაკუთრებით მიმზიდველია: ლარში 13.5%-დან, აშშ დოლარში 8.8%-დან, ხოლო ევროში 7.8%-დან იწყება.

პროკრედიტ ბანკი გამოირჩევა უნიკალური შეთავაზებით ელექტრომობილებზე. ბანკის ინოვაციური მიდგომა საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ელექტრომობილი თანამონაწილეობის გარეშე- ტაქსის მძღოლების შემთხვევაში შენატანი 20% -, 72-თვიანი დაფინანსებით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12.5%-დან იწყება, ხოლო ეფექტური განაკვეთი - 14.12%-დან.

თიბისი ლიზინგთან პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას შემოგთავაზოთ 5-წლიანი სალიზინგო პროდუქტი. 20%-იანი საწყისი შენატანით და 19%-დან 23%-მდე წლიური განაკვეთით, ლიზინგი სასურველი ავტომობილის შესაძენად მოქნილი ალტერნატივაა.

ჩვენი გამოცდილი გაყიდვების წარმომადგენლები მზად არიან დაგეხმარონ როგორც ავტომობილის, ისე საფინანსო პროდუქტის შერჩევაში. ერთად განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს და შევარჩევთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია ავტომობილებისა თუ თქვენზე მორგებული ფინანსური შეთავაზების შესახებ.















SUV