პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ვინ ვართ ჩვენ

შპს ვოლტ ენერჯი (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).

საიდენტიფიკაციო კოდი: 405619889

იურიდიული მისამართი: ქალაქი თბილისი, საბურთალოს რაიონი, არჩილ სულაკაურის ქუჩა N 3, ბინა 88

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@emotors.ge

ტელეფონის ნომერი: 032 2 15 10 10

პოლიტიკის მიზანი

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • იმ პრიციპების შესახებ, რის მიხედვითაც კომპანია ხელმძღვანელობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში;
  • კომპანია რა სახის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ სარგებლობთ კომპანიის მომსახურებით ან ყიდულობთ მისგან პროდუქტს;
  • თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები ჩვენ მიერ და როგორ არის უზრუნველყოფილი თქვენი მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა;
  • თუ როგორ უზრუნველყოფს კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების დაცვას.

ზოგადი დებულებები

კომპანია თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. ხოლო, აღნიშნული მიზნები და საფუძვლები კონკრეტულ პროცესთან მიმართებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

დაუშვებელია კომპანიამ დაამუშაოს თქვენი მონაცემები წინასწარ განსაზღვრული მიზნისგან განსახვავებული მიზნით, თუ არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.

ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მონაცემები რომელსაც ვამუშავებთ

1. პირადი მონაცემების შეგროვება

ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით პლატფორმაზე ტესტ დრაივის დაჯავშნის ან შეტყობინების გამოგზავნის მიზნით განკუთვნილი ველების შევსებისას. ასეთი მონაცემებია:

  • სახელი, გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ.ფოსტის მისამართი
  • შეტყობინებით მოწოდებული სხვა მონაცემები

2. სატრანსპორტო საშუალების შეძენისას მონაცემების დამუშავება

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გადაწყვეტთ შეიძინოთ სატრანსპორტო საშუალება, ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით ჩვენი პროდუქტის მომსახურების/პროდუქტის მიღების მიზნით, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციის წარმოებისას. ასეთი მონაცემებია:

მაიდენტიფიცირებელი მონაცემები

  • სახელი, გვარი
  • პირადი ნომერი
  • მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • ელ.ფოსტის მისამართი

დოკუმენტური მონაცემები

  • სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების ნომრები
  • ავტოსატრასპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემები
  • ინფორმაცია ნასყიდობის საგნის ღირებულებისა და გადახდის მეთოდის თაობაზე
  • საბანკო ანგარიშის ნომერი
  • მეტი ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ნასყიდობის ხელშეკრულებაში

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემებისა, კომპანიამ შეიძლება დაასრულოს თქვენი სხვა მონაცემების დამუშავება, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.

3. მზა ჩანაწერები (cookies)

კომპანია იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებგვერდზე სტუმრობისას.

ჩვენ ვაგროვებთ დეტალებს თქვენი ვიზიტების შესახებ ჩვენს ვებგვერდზე, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, ტრაფიკის მონაცემებს, მდებარეობის მონაცემებს, ვიზიტის ხანგრძლივობას, გვერდის ნახვების რაოდენობას და სხვა საკომუნიკაციო მონაცემებს.

* აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის UX გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა.

თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები:

იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

პერსონალური მონაცემების დამუშავება

პერსონალური მონაცემებირისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მინაცემებს (დამუშავების მიზანი)დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი; ელექტრონული ფოსტა და სხვა, ტესტ დრაივის დაჯავშნისთვის აუცილებელი მონაცემი.კომპანიის ვებსაიტზე ტესტ დრაივის დაჯავშნა, მომავალში პროდუქტის მიწოდების მიზნით.
კომპანიის მომსახურების სრულყოფა და განვითარება.
მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.
თქვენთვის, როგორც ჩვენი მომხმარებლისთვის პროდუქტის მოწოდება; თქვენთან გარიგების დადება;
სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა, მისამართი, სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით ავტოსატრანსპორტო საშუალების ყიდვის ეტაპზე.დოკუმენტური მონაცემები - ნასყიდობის საგანთან, მათ შორის, ნასყიდობის საგნის ღირებულებასთან და გადახდის წესტან დაკავშირებული ინფორმაცია.შეთანხმებული გარიგების შესრულება; მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.
საკომუნიკაციო მონაცემები - ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი.მომხმარებელთან ურთიერთობის დასამყარებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად.
პირადპირი მარკეტინგის განხორციელებისთვის.
მომხმარებლის თანხმობა; ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები.
ლოკაციასთან დაკავშირებული მონაცემები (მისამართი)პროდუქტებისა და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად; პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად.
ფინანსური - ნასყიდობის საგნის ღირებულების, გადახდის მეთოდის შესახებ ინფორმაცია.ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად; მომხმარებლის უფლებების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის.ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები; მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად.
მზა ჩანაწერები „cookies“თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისთვის.
ვებგვერდების და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა.

მონაცემების გადაცემა მესამე მხარისთვის

ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით:

  • გადახდების დამუშავების მიზნით;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა. მაგალითად:

  • თუ კომპანია გადაწყეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია;
  • ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მონაცემთა შენახვა და შენახვის ვადა

მონაცემების შენახვა ხდება ფიზიკური ფორმით (ტესტდრაივის მონაცემები, თანამშრომლების მონაცემები), ყველა დანარჩენი მონაცემის შენახვა ხდება ელექტრონული ფორმით, კომპანიის კუთვნილ კომიუტერზე: თანამშრომლების შესახებ მონაცემები ინახება კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერის კომიუტერზე, ტესტ დრაივის შესახებ მონაცემების შენახვა ხდება ოფისის მენეჯერის მიერ, ფიზიკური ფორმით.

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ სულ მცირე 8 წლის ვადით, შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
  • საგარანტიო ფურცლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 8 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.

თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
  • გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);
  • მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა;
  • ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვერ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა და ვერ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. კომპანია ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.

უფლებების შეზღუდვა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, კომპანიის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

უსაფრთხოების ზომები

ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით. კერძოდ, ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და საკმარის ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.

[აქ უნდა მიეთითოს ასევე ელექტრონულად მიღებული მონაცემების შენახვა რომელ სერვერზე ხდება და სათანადო დაცვის გარანტიის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, თუ კი ვებგვერდი იყენებს ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ სერვერს, სათანადო დაცვის გარანტიად მიეთითება GDPR. სასურველია კავშირის შესახებ ინფორმაცია, თუ კავშირი დაშიფრულია და ვები იყენებს SSL/ TLS კავშირს.]

ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.

პოლიტიკის ცვლილება

კომპანია უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის ვებსაიტზე (პლატფორმა) - https://www.emotors.ge/ და ძალაშია მისი გამოყვეყნებისთანავე.

დაგვიკავშირდით

თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@emotors.ge​
  • ტელეფონის ნომერი: 032 2 15 10 10

თუ ხართ თანახმა, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღოთ შეტყობინებები მომსახურების, პროდუქტების, სიახლეებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ, გთხოვთ, მონიშნოთ თანხმობის ღილაკი. ამ მიზნით, კომპანია დაამუშავებს მხოლოდ თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართს.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი შეტყობინებებზე, ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე - info@emotors.ge მომართვის გზით. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას.