bacgkround
iphone
car

Bday Sale

iPhone 16 Plus

Giveaway

Box

საახალწლო ფასდაკლება — აღნიშნე დღესასწაული E-Motors Georgia-სთან ერთად და მიიღე განსაკუთრებული საჩუქარი

E-Motors Georgia ახალ წელთან ერთად, 1 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო პერიოდში შეიძინეთ ავტომობილები გრანდიოზული ფასდაკლებით და საჩუქრად მიიღეთ Iphone 16 Plus. დაიწყეთ ახალი წელი განსხვავებულად —აღმოაჩინეთ პრემიუმ კლასის ავტომობილები საუკეთესო პირობებით და მიიღეთ გამორჩეული საჩუქრები E-Motors Georgia-სგან.

საახალწლო 2025-ის სააქციო მოდელები

E-HS9-120kW

თანამედროვე ელექტრო ჯიპების უმაღლესი სტანდარტი, უფრო ჭკვიანი, მეტად კომფორტული, მოხერხებული და დახვეწილი. ერთ დამუხტვაზე ფარავს 515 კმ-მდე, მაქსიმალური აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.9 წამში მიიღწევა, ხოლო სწრაფი დამუხტვის ფუნქცია საშუალებას გაძლევთ 20%-დან 80%-მდე ენერგია დამუხტოთ ბატარეა სულ რაღაც 40 წუთში. HONGQI E-HS9 (120KW) – იდეალური არჩევანი მათთვის, ვისაც სჭირდება კომფორტული და ძლიერი ელექტრო მანქანა ყველა ტიპის მოგზაურობისთვის.

ნახე შეთავაზება
E-QM5

კლასიკურ სტილს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრო ავტომობილი მაქსიმალური კომფორტისთვის. ფარავს ერთ დამუხტვაზე 431 კმ-მდე მანძილს, ხოლო სწრაფი დამუხტვით ელემენტის 30%-დან 80%-მდე ელემენტის შესავსებად მხოლოდ 30 წუთს სჭირდება. სენსორული პანელები უზრუნველყოფს მარტივ და კომფორტულ წვდომას ყველა საჭირო ფუნქციაზე. იდეალურია როგორც დატვირთულ ურბანულ არეალში სამოძრაოდ, ისე საქალაქთაშორისო მგზავრობებისთვის.

ნახე შეთავაზება
E-HS9

დახვეწილი დიზაინი, პრემიუმ მასალები და ჭკვიანი ფუნქციები - HONGQI E-HS9 თანამედროვე პრემიუმ კლასის სტანდარტის ელექტრო ჯიპების საუკეთესო მაგალითია. 99KW ელემენტის მქონე მოდელი ერთ დამუხტვაზე ფარავს 450 კმ-მდე მანძილს, ჩქარდება 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 4.9 წამში და სწრაფი დამუხტვის დახმარებით იმუხტება 20%-დან 80%-მდე დაახლოებით 30-40 წუთში. HONGQI E-HS9 იდეალურია როგორც ქალაქში გადაადგილებითვის, ისე საქალაქთაშორისო მოგზაურობებისთვის.

ნახე შეთავაზება
HS7

მძლავრი ელიტური SUV, აღჭურვილია 3.0 V6 ტურბო ძრავით და იდეალურად დადის ყველანაირ გზაზე, მათ შორის ოფროუდის პირობებში. მძლავრი 8-სიჩქარიანი AT გადაცემათა კოლოფი, Bosch-ის TCS სისტემა და 5-დონიანი პნევმატური დაკიდების სისტემა უზრუნველყოფენ შეუფერხებელ და კომფორტულ მგზავრობას. დახვეწილი ინტერიერი გაწყობილია პრემიუმ ნაპა ტყავით. მოდელი აღჭურვილია 360° ხედვის კამერებითა და პარკინგ სენსორებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ დონეს ტარების დროს.

ნახე შეთავაზება
gift box
QQ

კომპაქტური და პრაქტიკული ელექტრომობილი, რომელიც იდეალურად ერგება ქალაქურ ცხოვრებას. ეს მინი ჰეჩბეკი გამოირჩევა ექსტერიერითა და კარგად ორგანიზებული ინტერიერით. მიუხედავად კომპაქტური ზომისა, მანქანა გთავაზობთ საკმარის სივრცეს როგორც მგზავრებისთვის, ისე ბარგისთვის.

ნახე შეთავაზება
Friday

თანამედროვე ელექტრო SUV, რომელიც ფუტურისტულ ესთეტიკასა და პრემიუმ კლასის კომფორტს აერთიანებს. სალონში ინტეგრირებულია ელექტრორეგულირებადი ტყავის სავარძლები ვენტილაციის, გათბობისა და მასაჟის ფუნქციებით. FRIDAY აღჭურვილია დიდი მოცუდლობის ელემენტით, რომელიც ერთი დამუხტვით 600 კმ-მდე მანძილს ფარავს, ხოლო სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ ბატარეა 30%-დან 80%-მდე მხოლოდ 35 წუთში შეავსოთ.

ნახე შეთავაზება
HQ9

HONGQI HQ9 კომფორტსა და ტექნოლოგიებს სრულყოფილად აერთიანებს. მისი 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 48Vმსუბუქი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, დინამიკურ სვლას და ეკონომიურობას განაპირობებს. ქრომის დეტალებით დატვირთული ექსტერიერი და პრემიუმ მასალებით გაწყობილი ინტერიერი, ავტომობილს გამორჩეულსა და კომფორტულ ხდის.

ნახე შეთავაზება
eq7

მოდელი აღჭურვილია 155 კვტ სიმძლავრის ძრავით და 66 კვტ/სთ ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტით, რომელიც ერთი დამუხტვით 512 კმ-მდე მანძილს ფარავს და სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით 30%-დან 80%-მდე მხოლოდ 30 წუთში იმუხტება. გამორჩეული აეროდინამიური დიზაინის გარდა, eQ7 აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ინტერიერით, 12.3 დიუმიანი სენსორული ეკრანითა და თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით.

ნახე შეთავაზება
Yuanzhi

ინოვაციური ელექტრო ჯიპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თქვენი ავტომობილი სმარტფონიდან, Dayun Smartlink APP-ის საშუალებით. ავტომობილი ერთ დამუხტვაზე ფარავს 450 კმ-მდე, ხოლო ელემენტის 20%-დან 80%-მდე შევსებას სულ რაღაც 35 წუთი სჭირდება. აღჭურვილია ADAS სისტემით. ავტომობილს შეუძლია წინასწარ გაფრთხილოს მძღოლი შეჯახების რისკების შესახებ, ამოიცნოს გზაზე დაბრკოლებები და დაეხმაროს უსაფრთხო მანძილის შენარჩუნებაში.

ნახე შეთავაზება